ჩემი მხარის ისტორიული ძეგლები

     სოფლის  სიმდიდრედ, რწმენის სიმტკიცედ და სულის საწრთობად ეს ტაძრებია ჟამთა სვლას რომ გაუძლეს.
 ჭალის `წმინდა გიორგის~ ეკლესია XV საუკუნის ძეგლს განეკუთვნებაბაზილიკის ტიპის შენობა  მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს  მდებარეობს. დაბლა ხეობაში Qდგას   ქართული ხუროთმოძღვრების მშვენიერი ძეგლი, აბაშიძეების  შუა საუკუნეების მცირე ზომის ეკლესია. ტაძარი დაფარულია ფრესკული  წარწერებით  ჩრდილოეთ კედელზე  კანკელის მახლობლად გაირჩევა აბაშიძეების გამოსახულებები მთლიანი ტანით  `აბაშა აბაშიძის ეკლესიის აღმშენებლის, მისი მეუღლის კეკლუცისსაწვერელა ჩიჟავაძის ქალიშვილისა, რაჭის ერისთავის კახაბერ III – ის შთამომავლისა ლომინ აბაშიძის მეუღლის გულნარასი დადიანის ასულისა, -, ძმა იანიკოსთან და შერმაზან აბაშიძესთან ერრთად~, ყველა ამ სახელს ვგებულობთ ძველი ქართული წარწერებიდან. ეკლესია დღეს მოქმედია
           
 აბაშ აბაშიძემ აღაშენა წმღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დრბოში, რომელიც აბაშიძეთა განსასვენებელს წარმოადგენს. ეკლესია დანგრეულია. დასავლეთის კედელზე გადარჩენილია წარწერა: `წმ. სახელითა ღვთისათა მეოხებითა: ყოვლად წმიდისა ^ღვთისმშობლისათა: მე აბაშიძემ: აბაშმა აღვაშენე საყდარი ესე: ბეთლემისა ღვთისმშობლისა: სულისათვის: მეუღლისა ჩემისა: კეკლუცასათვის რათა მეოხ და მფარველ ექმენ დღესა მას: განკითხვისასა: აღაშენა ...... ქრისტე შეიწყალე: კალატოზი ხატელიშვილი და მონა მლოცველი გიორგი
 სპეთის ზედა მაცხოვარი მიეკუთვნება X – XI საუკუნეში გავრცელებულ დარბაზულ ეკლესიათა ჯგუფს. საკურთხევლის წინ კვარცბეკზე აღმართულია ხის მასიური ჯვარი. განსაკუთრებით საყურადღებოა დღემდე ხელუხლებლად შემონახული თაბაშირის თეთრი მოჩუკურთმებული კანკელი (XI . I – ნახევარი
რომელიც ჩვენი სახელგანთქმული პოეტის  მუხრან მაჭავარიანის შთაგონების წყაროდ გამხდარა
ვინც ყრუ დგილას გამოძერწა კანკელი სპეთის,
ვინ იქნებდა ჭეშმარიტი ოსტატის მეტი„
  
        ჭალიდან 9-10  კმ-ის დაშორებით არის ადგილი , რასაც დღემდე შემორჩენია  ძველი სახელწოდება  „ბერეკლესია“, რომელიც ზეგანზე, ჭაბუკმთაზეა აშენებული , იგი 780-860 წლებით თარიღდებასახელწოდებიდან ნათლად იკვეთება, რომ აქ წმინდა მამები- ბერები  ცხოვრობდნენ. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ „ჭაბუკმთა“ დიდი დაბა ყოფილა , რასაც ადასტურებს მის ტერიტორიაზე შემონახული სამი დარბაზული ეკლესია : „ბერეკლესია“  „საღმრთო საყდარი“, „წმინდა გიორგი“.
ბერეკლესიის“ აფსიდის თაღის კედლებში ვნახულობთ უძველეს საგალობლებს , შენობის  ქვეშ არის საგვარეულო აკლდამები თლილი ქვისაგან მოწყობილი

ბერეკლესიიდან“ სულ რაღაც   1 კმ-ში არის საღმრთო საყდარი , რომელიც მთლიანად დანგრეულია, გადარჩენილია მხოლოდ მოჩუქურთმებული სვეტები. ბერეკლესიიდან 2 კმ-ში არის „წმინდა გიორგის“ სახელობის ეკლესია, რომელსაც აკრავს მრავალწლიანი, მარადმწვანე  ბზის ტყე. სოფელ დარყაში გვხვდება მე-19 საუკუნეში აგებული მთავარანგელოზის სახელობის ხის ეკლესიაასევე სოფელ ჭალიდან 4 კმ-ითაა დაშორებული  მამათა მონასტერი `მთაწმინდა~ . მონასტერი აშენებულია საშენი ქვით, გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ჭალაში მდ. შუშის ხეობაში , სატიტედ წოდებულ  უბანში  არის „სატიტეს უსახელო ციხის“  ნანგრევები..


No comments:

Post a Comment