სოფლის პრობლემა

1. სიტუაციის ანალიზი — პრობლემის განსაზღვრა
    სოფელი ჭალა დიდი   კულტურული წარსულის მქონე სოფელია ,  ამ სოფელში   ბევრი  ისტორიული ძეგლია, რომლებიც დაცვასა და   რესტავრაციას  საჭიროებს.
    სოფელს ბევრი გამოჩენილი ადამიანი აღუზრდია და ბევრიც  გაოცებულა ჭალის სტუმართმოყვარეობით.აქ  ცხოვრობდნენ და აქვე თარგმნიდნენ ინგლისურად ,,ვეფხისტყაოსანს"  და– ძმა  უორდროპები  ,  რომლებიც   აღფრთოვანებული დარჩენილან  მოსახლეობის კეთილგანწყობითა თუ ბუნებრიბი გარემო პირობებით.  . ისინი დავით აბაშიძის სახლში ცხოვრობდნენ.დავით აბაშიძე იყო  ერთ– ერთი  პირველი  ფოტოხელოვანი,  იგი  აკაკი  წერეთლის მეგობარი და პირადი    ფოტოგრაფი გახლდათ  . დღეს   დავით აბაშიძის სახლზე  მხოლოდ   მარმარილოს  წარწერაა  შემორჩენილი     „  აქ  ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი დავით აბაშიძე“,   მაგრამ  ეზო   მთლიანად  დაუცველია და  სოფლის  ნახირის  სადგომადაა გადაქცეული.
   ასევე   სოფელ  ჭალაში,   ღენტორ აბაშიძის ოჯახში,   იკრიბებოდა  მეცხრამეტე საუკუნის    ცნობილი ინტელიგენცია, ამ ოჯახს  ხშირად სტუმრობდა ცნობილი მეცენატი   ჩემბერლენი , რომელმაც    ღენტორ  აბაშიძის სიკვდილის  შემდეგ,მის საპატივსაცემოდ,   იტალიიდან   გამოაგზავნინა  თეთრი მარმარილოს  ქანდაკება ღვთისმშობლის  გამოსახულებით.  ამ ქანდაკებას  აქვს წარწერა,  აკაკი წერეთლის  ლექსი (აკროსტიქი), რომლის პირველი  ასოები  ქმნის   ღენტორ აბაშიძის სახელს .   ეს  ქანდაკება   დღეს სოფლის სასაფლაოზე სავალალო   მდგომარეობაშია.   ჩვენი დიდი მგოსნის,აკაკის,  მადლიანი სიტყვები, რომელიც საზოგადოებისთვის  თითქმის უცნობია,  განადგურების  პირასაა. ამიტომ დროა , ყველამ ერთად ვიზრუნებთ ამ კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა თუ დაცვაზე!


No comments:

Post a Comment