გამოჩენილი ადამიანები

კაცს, საქმე დაუმკვიდრებს მარადისობას, უკვდავ სახელს. ასეთი მარადიული სახელი დაიმკვიდრეს ჭალაში აღზრდილებმა, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწეებმა მსახიობებმა: თამარ აბაშიძემ, ლეილა, გოჩა აბაშიძეებმა, ფოტოხელოვანმა დავით აბაშიძემ.
    დავით აბაშიძე   დაიბადა 1865 წელს საჩხერის -. სოფ. ჭალაში. სწავლამოწყურებულ ჭაბუკ დავითს ბათუმში ვხედავთ, სადაც ეზიარა სამხატრო და ფოტოხელოვნების საქმეს.
   ,,მშობლიურ იმერეთში დაბრუნების შემდეგ, დავით აბაშიძემ მალე გაითქვა თავისი საქმის საუკეთესო სპეციალისტის სახელი”.
   აკაკი წერეთელმა ერთხელ თურმე ასე მიმართა დავით აბაშიძეს ,,ჩემო დავით, მე, თუმცა, არ მიყვარს სურათების გადაღება, მაგრამ შენს მიერ გადაღებული ფოტოსურათები დიდ სიამოვნებას მომგვრის, ვინაიდან შენი ნახელავი გამოირჩევა თავისი სიცოცხლითა და მაღალი ხარისხითო”.
    დიდ მგოსანს ისიც კი უთქვამს: ,,მე რომ მოვკვდები, მიცვალებული სასახლეში (კუბოში) ჩვენმა დავითმა უნდა გადამიღოსო”.
   დავით აბაშიძემ უკანასკნელი თხოვნა პირნათლად შეუსრულა აკაკის.
 დავითს ჰყავდა 4 შვილი: ლოლია, ელენე, სიმონი, გრიგოლი. ამათგან სიმონი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში, მან 7 ენაზე თარგმნა ვეფხისტყაოსანი და ხელმძღვანელობდა მათ გამოცემას. იგი გარდაიცვალა პარიზში 1981 წელს, გადმოსვენებული იქნა თბილისში და დაიკრძალა ვაკის სასაფლაოზე. საკუთარი ოჯახი არ დარჩენია.
          თამარ აბაშიძე- საქართველოს სახალხო არტისტი, დაიბადა ჭალაში მას ბავშვობიდანვე იზიდავდა მსახიობობა. პირველი როლი ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში დადგმულ სპექტაკლში შეასრულა ჯერ კიდევ მოსწავლემ 1910 წელს. იმ დიდმა წარმატებამ რომელიც თამარს ხვდა ამ როლის განსახიერებით, საბოლოოდ განსაზღვრა მისი ცხოვრების გზა. 1916-1919 წლებში . აბაშიძე სწავლობდა . დონის-როსტოვის რუსულ დრამატულ ინსტიტუტში და თან პარალელურად მონაწილეობდა ასმოლოვის თეატრის სპექტაკლში.

   1920 წლიდან თამარ აბაშიძე მუშაობას იწყებს ჯერ . ჭიათურის თეატრში, ხოლო 1923 წლიდან კი რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. Aამ პერიოდში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე თეატრისა და კინოს რეჟისორი პავლე ფრანგიშვილი და მასთან ოჯახი შექმნა. თამარ აბაშიძემ დიდი სამოღვაწეო გზა განვლო თავის მეუღლესთან ერთად თეატრსა თუ კინოში, მისი შესრულებული როლები დღესაც სიამოვნებას ანიჭებს მაყურებელს.     
  ლეილა აბაშიძე- ,,როცა მე ვცხოვრობ სხვა ადამიანის ცხოვრებით, ესაა ჩემი უბედნიერესი წუთები, ჩემი მეობა, ჩემი სიცოცხლე, ამის გაგება მხოლოდ პროფესიონალ მსახიობს შეუძლია”-ასე იწყებს ქალბატონი ლეილა თავის პროფესიაზე საუბარს.
  ლეილა აბაშიძე საქართველოს სახალხო არტისტი დაიბადა 1932 წელის პირველ აგვისტოს, ინტელიგენტის ოჯახში, მამა საბჭოთა კავშირში მინერალური წყლების გენერალური დირექტორი მიხეილ აბაშიძე, ულამაზესი და უგანათლებულესი კაცი იყო. 1937 წელს სრულიად უდანაშაულო გააციმბირეს თავის ოჯახთან ერთად და მოგვიანებით იქვე დახვრიტეს. Aსე აღმოჩნდა პატარა Lლეილა ოჯახთან ერთად შორეულ                      
მაგადანში.-,,ბავშვობა თითქმის არ განმიცდია, ჩემი პერველი ბავშვური მოგონებები უკავშირდება ციმბირის თოვლიან ტრამალებს, მარხილში შებმულ ძაღლებს, სიცივე ყველანაირი, ადამიანური ,ფიზიკური, როგორც ყველა პატიმარი ჩემი მშობლებიც საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ. Mმე და შემი უფროსი ძმა ინტერნატში ვცხოვრობდით მამა შვენს ნახვას მაინც ახერხებდა. ის ტუსაღებისთვის კონცერტებს აწყობდა და მეც რა თქმა უნდა ამ კონცერტებში მონაწილეობას ვღებულობდი.”
  ცელქი და მოუსვენარი პატარა გოგონა იმედს არ კარგავდა და ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ციმბირში იყო, ჰქონდა რწმენა, რომ ეს ყველაფერი დროებითია და მას დიდი მომავალი ელოდა.
  მართლაც, ციმბირიდან დაბრუნების შემდეგ მას მალე იღებენ ფილმში ,,ქაჯანა”, კატოს როლის საუკეთესო შემსრულებელმა დიდი აღიარება მოიპოვა, შემდეგ იყო სხვადასხვა ფილმები: ,,მაია წკნეთელი”, ,,ჭრიჭინა”, ,,აბეზარა”, ,,აკაკის აკვანი”, ,,ორომტრიალი”, და ბევრი სხვა ფილმი. 1987 წელს ტოკიოში გამართულ კინოფესტივალზე, რომლის ჟიურის თავჯდომარე გრიგოლი პეკი იყო, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის Lლეილა აბაშიძეს პირველი ადგილი მიანიჭეს.
    ციმციმებს ვარსკვლავი ქართული კინოს ცაზე, ციმციმებს გამორჩეულად, ამ ანთებულ ვარსკვლავს სხივი და ელვარება არ მოაკლდება. Uუკვდავია მისი ,,მაია წყნეთელი”, ,,ჭრიჭინა”, ,,კატო”, და ბევრი სხვა. Dდიდია ქალბატონი ლეილას ღვაწლი და ეს ღვაწლი ლამაზად დაუფასა მშობლიურმა რაიონმა იგი საჩხერის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.
  გოჩა აბაშიძე-ქართული კინოს ამომავალი ვარსკვლავი რომელსაც დიდხანს ელვარება არ დასცალდა, მაგრამ მისმა შესრულებულმა როლებმა დიდი აღიარება მოიპოვა და გოჩა აბაშიძე ამით უკვდავი დარჩა ქართველი და არა მარტო ქართველი მაყურებლისთვის. იგი დაიბადა ჭალაში 1936 წელს და აქვე იზრდებოდა, ვიდრე ოჯახი საცხოვრებლად არ გადავიდა თბილისში. Pპირველი როლი ფილმში ,,ჩრდილი გზაზე” შეასრულა სადაც 18 წლის იყო, შემდეგ იყო ,,ჩვენი ეზო” ,,მაია წყნეთელი” ,,აბეზარა” ,,გლახის ნაამბობი” ,,ცისკარა” და მრავალი სხვა. მიუხედავად მისი ხანმოკლე სიცოცხლისა მან მაინც ბევრი მოასწრო და გააკეთა ქართულ კინოში, დასანანია, რომ მან ადრე დაასრულა თავისი ლამაზი სიცოცხლე, მაგრამ მისმა შესრულებულმა როლებმა უკვდავყო იგი.
   გოჩა აბაშიძე სრულიად ახალგაზრდა დაოჯახდა, მისი მეუღლე ყველასათვის  საყვარელი და პატივსაცეემი ქალბატონი ნუნუ გაბუნია, კომპოზიტორი რომელიც დღესაც დიდი სიყვარულით განაგრძობს მოღვაწეობას  და ნიჭიერ ახალგაზრდებს ზრდის თავისი მუსიკით, ჩვენი სოფლის საამაყო რძალია. მათ ჰყავთ ერთი ქალიშვილი მანანა და ორი შვილიშვილი, რომლებიც ხელოვნებას ემსახურებიან.
ამირან ჭიტაძე- ევროპის ჩემპიონი მძლეოსნობაში ,  ჩვენი სოფლის მკვიდრია ჭალის სკოლის აღზრდილი, რომელიც სპორტულ მოღვაწეობას ეწევა კუვეიტში

No comments:

Post a Comment