ჩვენი სოფლის ისტორია

   მდინარე ყვირილას აუზში ადამიანი პალეოლითის ხანიდან ცხოვრობდა. სოფ. ჭალის ტერიტორია თავისი ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო, გამონაკლისი რომ არ ყოფილა ამას ადასტურებს სამეურნეო სამუშაოების დროს ნაპოვნი სამუშაო იარაღები.

  ცხოვრება ამ ტერიტორიაზე არ წყდება არც ბრინჯაოს ხანაში და თითქმის უწყვეტად მოდის დღემდე.საჩხერის რაიონში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები ადასტურებენ, რომ ეს რაიონი აქტიურად თანამშრომლობდა შავიზღვისპირა ბერძნულ კოლონიებთან. თამარ მეფის დროს ეს ტერიტორია რაჭის საერისთაოში შედიოდა და მას კახაბერ პირველი განაგებდა, აღმოსავლეთ საქართველოსთან სიახლოვის გამო, ქართველი მეფეები ამ ტერიტორიას იყენებდნენ გადასასვლელად.
სოფ .ჭალის ცენტრალური ტერიტორია გვიანდელ პერიოდშია დასახლებული. ხალხი დიდხანს მაღლობზე ცხოვრობდა, ამას ადასტურებს ტოპონიმიკაც: ჭიტაეთი, დავაეთი, ლომაურეთი, სხეპრის ძირივაკეწვერი, მთაწმინდა, და სხვა მრავალი დასახლებები რომლებიც შედიან სოფელ ჭალის შემადგენლობაში.
      სოფელ ჭალის აღმსენებლობაში დიდია აბაშიძეთა გვარის ღვაწლი. იოანე ბატონისვილი ამ გვარის შესახებ წერს: `ესენი არიან ადგილით აბაშით, რომელნი არის ჩინებული გვარი, მისი ჟამიხანი.
აბაშიძეთა აღზევება XV საუკუნიდან იწყება და დროთა მანძილზე იმერეთის მეფის უძლიერესი ვასალები ხდებიან.
აბაშიძეები იმერეთში მრავალ სოფელსა და ეკლესიებს ფლობდნენ. რეზიდენცია ჭალაში გააჩნდათ, რომელიც თვით აბაშ აბაშიძემ გამართააქ იყო სასახლეკარის ეკლესია, და საძვალე.   აბაშის სახელს უკავშირდება   სოფ ჭალაში წმინდა გიორგის  სახელობის ეკლესიარომელიც XVI საუკუნის ძეგლს წარმოადგენს
აქვეა  ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევები , რომელიც 1502 წლით თარიღდება. ასევე  საყურადღებოა აბაშიძეების  კულტურულ სააღმშენებლო მოღვაწეობა, ჭალელების  სტუმართმოყვარეობა რითაც აღფრთოვანებული დარჩნენ  ჭალის საპატიო  სტუმრები მარჯორი და ოლივერ უორდროპებიუორდროპების ოჯახი სოფ. ჭალას ქართველ მწერალს გიორგი წერეთელს მიუწვევია. ჩვენი მოკეთე და ქართველთა  ერის მოტრფიალე  ქალბატონი მარჯორი  უორდროპი მოხიბლული დარჩა ჭალელების კულტურული თვისებებით, ზნე-ჩვეულებებით ხასიათით და პურ-მარილით.
სოფელ ჭალის საზოგადოება ბრწყინვალედ დაუხვდა და ძველებური სტუმართმოყვარეობა უჩვენა  უორდროპების ოჯახს. განსაკუთრებით ისახელეს თავი ივანე აბაშიძის ქალიშვილებმა, სოფიომ, მონიკამ და ეკატერინემ თავიანთი ტკბილი და ნარნარა ხმით, გიტარაზე სესრულებული სიმღერებით.იმდენად მოხიბლული  დარჩნენ უორდროპები ჭალის პეიზაჟით, საზოგადოების კულტურული თვისებებით, სტუმარმასპინძლობით, მათ გადაწყვიტეს მობრუნებულიყვნენ და  რამოდენიმე  თვე  გაჩერებულიყვნენ ჩვენს  ლამაზ სოფელში. მათ  ბინა  დაიდეს  თავად ნიკოლოზ აბაშიძის  ოჯახში და მარჯორიმ  აქ გააგრძელა `ვეფხისტყაოსნის~თარგმნა.   უორდროპების სტუმრობას ვრცლად  მოგვითხრობს `კვალში~ 1896 წლის 28 ივლისს  სტუმრის ფსევდონიმით დაბეჭდილი ვრცელი წერილი.
სოფელ ჭალას დღესაც ამშვენებს  სახლი, თავისი განსაკუთრებული სილამაზით და გამორჩეული წარსულით,სადაც  ერთ  დროს  ცხოვრობდა  ღენტორ აბაშიძის ოჯახი, ამ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ იმ დროინდელი ინტელიგენციის წარმომადგენლები და ოჯახის ნათლია აკაკი წერეთელი. აქ უცხოვრია ინგლისელ მეცენატს ჩემბერლენს, როდესაც ღენტორ აბაშიძე გარდაიცვალა ჩემბერლენმა დიდი პატივისცემისა და მეგობრობის ნიშნად, სპეციალურად დაამზადებინა იტალიაში ანგელოზის თეთრი მარმარილოს ქანდაკება და უძღვნა მის საფლავს, რომელიც დღესაც დგას აბაშიძეთა საგვარეულო საძვალეზე და აღაფრთოვანებს მნახველს. ქანდაკებას თან სდევს წარწერა რომლის ავტორიც აკაკი წერეთელია.წარწერის სტრიქონების პირველი ასოებით ვერტიკალურად იკითხება ღენტორ აბაშიძის სახელი და გვარი.  ღენტორ აბაშიძის სახლი ძველი იმერული ოდის საუკეთესო ნიმუშია, სადაც გადაღებულია ფილმი `სამანიშვილის დედინაცვალი.

1 comment:

  1. ჭალელმა აბაშიძეებმა ტყვეების სყიდვითაც "ისახელეს" თავი

    ReplyDelete